„სიგარეტის მოწევასაც თავს დავანებებ, საცურაო აუზზე ვივლი, ფიტნეს დარბაზში… მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელსაც ჩავიცვამ და დიეტაზეც დავჯდები … გავხდები უზომოდ მიმზიდველი, საშინლად გულგრილი და ამ ყველაფერს მისი ჯიბრით გავაკეთებ” – ნაცნობი სიტყვებია არა?! ამას ამბობს ქალი, რომელსაც გული ატკინეს და სხვაზე გაცვალეს, ანუ, უბრალოდ არ გაუმართლა სიყვარულში. საერთოდ კი რასაც ქალი თავისი ცხოვრების განმავლობაში აკეთებს, მხოლოდ მამაკაცისთვის არის განკუთვნილი : ან მისთვის, ან მისი ჯიბრით.
   ნებისმიერ მსხვერპლზე არის თანახმა ქალი, ოღონდ მამაკაცის გული მოიგოს. რისთვის ისხამენ ნახევარ ფლაკონ  „შანელს”? იმისათვის, რომ მამაკაცის ყნოსვაც კი მოაჯადოვონ. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არსებობს ღირებულებები, რომლებიც არცერთი მამაკაცის გამო არ უნდა დათმოთ.
  მაგალითად, სისულელეა, მამაკაცის გამო დაანებო თავი მუშაობას. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი მართლაც ბედნიერი იქნება ოჯახური კომფორტით და თქვენს მიერ მომზადებულ სადილებსაც გემრიელად მიირთმევს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, შეიძლება, ისიც გითხრათ, რომ ახალი სამზარეულოს ინტერიერს არ უხდებით და თქვენს მიერ მომზადებულ უგემრიელეს კერძებს საკუთარი ხელით მომზადებული, დამწვარი ერბოკვერცხი ამჯობინოს.
   ისიც სისულელე იქნება, თუ მამაკაცის გამო დაიწყებთ მუშაობას. რატომ უნდა დაისვათ კისერზე და გამოკვებოთ მთელი ოჯახი მხოლოდ თქვენ, მამაკაცი კი დივანზე კოტრიალს მიაჩვიოთ? გგონიათ, ამისთვის ვინმე მადლობას გეტყვით? ნურას უკაცრავად, თქვენი სიმწრით ნაშოვნი ფულით საყვარელ სუნამოს იყიდის და არც შერცხვება.
 ასევე, როცა ერთი მამაკაცის ჯიბრით მეორეს შეიყვარებთ, ამ შემთხვევაშიც სისულელეს აკეთებთ, თანაც გამოუსწორებელს. სიყვარული შეკვეთით არ მოდის და შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში ადვილად შეცდეთ. დაიმახსოვრეთ, ჯიბრს ჯერ არავისთვის მოუტანია ბედნიერება და სიმშვიდე. უბრალოდ, უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ და იცხოვროთ საკუთარი თავისთვის.
წყარო: თბილისელები

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...