ნიუ-იორკში ვლადიმერ მაიაკოვსკის ერთადერთი ქალიშვილი, 89 წლის პატრიცია ტომპსონი გარდაიცვალა. ორი კვირის წინ პატრიცია ტომპსონი, იგივე ელენა მაიაკოვსკაია მაიაკოვსკის სახელობის მუზეუმის დირექტორთან მის მოსკოვში ვიზიტს განიხილავდა. ივნისში ქალბატონის 90 წლისთავი სწორედ რუსეთში უნდა აღენიშნათ, თუმცა არ დასცალდა და 90 წლამდე ვერ მიაღწია. პატრიცია ტომპსონი 20-ზე მეტი წიგნის ავტორია. ის იყო ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მუშაობდა ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის ლომონოსოვის სახელობის კოლეჯში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...