პოლიტიკა, საზოგადოება, საშინაო

მათი განცხადებები აბსოლუტურ თანხვედრაში მოდის ნაციონალურ მოძრაობასთან

[google-translator] საზოგადოება 20/30-ის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი “კვირის 20/30”-ის შემდეგ გადაცემაში   სამოქალაქო სექტორის მუშაობის ორწლიანი მიმოხილვა დააანონსა. ბიძინა ივანიშვილმა იმ პიროვნებებზე ისაუბრა, რომლებიც უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე კავშირს, თუმცა მთელი მათი ქმედებები თანხვედრაში მოდის ამ პარტიის ინტერესებთან. ივანიშვილმა ირაკლი ალასანიაზე,  მაია ფანჯიკიძეზე,  მურმან დუმბაძეზე, გიორგი მარგველაშვილზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე-გიგაურზე და კოჟორიძეზე  ისაუბრა. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსა და …


პოლიტიკა, საშინაო, სოციალური ქსელები და მედია

"ძალიან მაინტერესებს, თქვენ თუ გაგაუპატიურეს"

[google-translator] ” ძალიან მაინტერესებს, თქვენ თუ გაგაუპატიურეს. ჩემს გარშემო არავინ არ გაუუპატიურებიათ  და თქვენს გარშემო თუ არიან, მაშინ გამობრძანდით და განაცხადეთ, რომ გაუპატიურებული ხართ და ჩაიტარეთ ექსპერტიზა “- მიმართა გადაცემა “რეაქციის”  დარბაზში ერთმა სტუმარმა მეორეს.  “ასეთი უნამუსოები რომ თავზე გვაზიან, ეს არის ოცნების დამსახურება”-განაცხადა ადრესატმა.


ირაკლი ალასანიას მალე რურუა-ვაშაძის მიერ დაარსებულ საზოგადოება-ივერიაში ვიხილავთ?

[google-translator] 15 აპრილს, რუსთავი 2-ის გადაცემა „ნანუკას შოუში” თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ფარული ფლირტი მასა და ნაციონალებს შორის, ან ხომ არ მიდიან ისინი ერთად კოალიციისკენ, უპასუხა: „ნაციონალურ მოძრაობაში უამრავი ადამიანია ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისინი სერიოზულ საქმეს აკეთებდნენ, კარგი საჯარო მოხელეები არიან. გუშინწინ შევხვდი ერთ-ერთ ნაციონალ ლიდერს და ვუთხარი, თქვენ იმითაც კი …

9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან ინციდენტი მოხდა

ამ წუთებში ინციდენტი მოხდა რუსთაველის პროსპექტზე 9 აპრილის მსხვერპლთა  მემორიალთან, სადაც მოქალაქეები არიან  შეკრებილნი, რათა პატივი მიაგონ 26 წლის წინ, 9 აპრილს დაღუპულ თანამემამულეებს. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა მემორიალთან “თავისუფალი ზონის” წევრები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, კობა ხაბაზი გამოჩნდნენ. 9 აპრილის ერთ-ერთმა მონაწილემ კობა ხაბაზს და ნაციონალურ მოძრაობას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი , რომლებსაც იგი არ …

ელისო კილაძე: ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მე-7 ნომრად გია უდესიანი ეწერა

[google-translator] ტელეიმედის გადაცემა „რეაქციაში“, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს საკმაოდ სკანდალური გამოსვლა ჰქონდა. მან იმ გარიგებებზე ისაუბრა, რომლითაც ნაცზონდერების ლიდერი, გია უდესიანი, თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვდა. ელისო კილაძე: _ იური ვაზაგაშვილი დადიოდა სიით, რომელიც იყო 64 კაციანი. ამ სიას პირადად, „ზონდერების სია“ დავარქვი. ის ჩვენი გაზეთის ჟურნალისტსაც გადასცა. სიაში იყვნენ პირები, რომლებიც ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრობის …

" ყველაზე დიდი ძალა ომის თავიდან ასაცილებლად არის იყო მზად ომისთვის"

[google-translator] “თუ კი ისტორია რამის მასწავლებელია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ერთი ჭეშმარიტება, რაზეც უნდა შევთანხმდეთ არის ის, რომ თუ კი ჩვენ გვინდა ავიცილოთ თავიდან ომი, დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა ომის თავიდან ასაცილებლად არის იყო მზად ომისთვის, იყო მზად შენი მშვიდობის დასაცავად. ამას სჭირდება შეიარაღებულ ძალებში და ჩევნს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება. მაგრამ ეს ნება რომ რეალიზირდეს საჭიროა თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთ შესაძლებლობის …

ქვეყანაში იწყება ქონების ხელახალი გადანაწილების კრიმინალური ეპოქა

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოში იწყება ქონების ხელახალი გადანაწილების კრიმინალური ეპოქა და სწორედ ამის გამოძახილია გახმაურებული მკვლელობები: ,,ქვეყანაში იწყება ქონების ხელახალი გადანაწილების კრიმინალური ეპოქა. ეს ეტაპი ჩვენ გასული საუკუნის 90-იან წლებში გავიარეთ და როგორც ჩანს, ჯერ არ დაგვიმთავრებია. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება წარმოადგენს მილიონერთა კლუბს, რა თქმა უნდა, აქ იქნება ამ სუბიექტებს შორის მიტაცებული ქონების გადანაწილება და ძალიან დიდი წინააღმდეგობები.  მე …

ღია წერილი გუგული მაღრაძეს!

ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებას“, პენსიონერთა დიდი არმიაც განაწყენებული ჰყავს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი თავისი სიტყვის თქმას, პროტესტის დაფიქსირებას სულ მალე აპირებენ და ვერ ივიწყენებ უმრავლესობის წევრის, პარლამენტის დეპუტატის , გუგული მაღრაძის სატელევიზიო გამოსვლას, სადაც მან ერთ-ერთ პენსიონერს უთხრა, ახლა უკვე შვილებმა უნდა შეგინახონო. სააგენტო „ფოსტალიონის“ საშუალებით , თბილისელი პენსიონერი, იურისტი, ნანული ბუაძე, მაღრაძეს ღია წერილს წერს: „ქალბატონო გუგული, ნეტავ …

მზად ვარ, მთავრობის მხარდასაჭერად წავიდე იმ საწარმოებში, რომლებსაც დამისახელებენ

[google-translator] საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“  გოგი  თოფაძის განცხადებას უპასუხა იმის თაობაზე, რომ მედია საშუალებები არ აშუქებენ პოზიტიურ ინფორმაციებს. გიორგი მარგველაშვილმა სურვილი გამოთქვა და მზად არის, რომ მთავრობის პოპულარიზების მხარდასაჭერად მოინახულოს ის საწარმოები, რომლებსაც დაუსახელებენ. „დღეს თოფაძემ თქვა, რომ არ არის პოპულარიზებული კეთილი საქმე, რომელიც კეთდება და მე მინდა ვთქვა, რომ მზად ვარ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის , მთავრობის …

" არავის არ ეშინია მიხეილ სააკაშვილო შენი! შენ გეშინოდეს ჩვენი!"

დღეს, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი პროკურატურაში, დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან გამოძიებას მის ხელთ არსებული მასალები გააცნო. ტელეკომპანია “მაესტროსთან” ინტერვიუს დროს მან განცხადება გააკეთა: -არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს წინააღმდეგაც განხორციელდეს თავდასხმა. მიცემული მაქვს ჩვენება, მიმდინარეობს გამოძიება. მაგრამ არავის არ ეშინია მიხეილ სააკაშვილო შენი! შენ გეშინოდეს ჩვენი!