ბავშვების გვერდი, საზოგადოება

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქვეყნის პირველმა პირმა და მისმა მეუღლემ დაუნის სინდრომის მქონე მოყვარული მხატვრის, ლექსო ფოდიშვილის ნახატების გამოფენა დაათვალიერეს. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატარებთან ერთად ფერადი ქაღალდები მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. .     გამოფენას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები და ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო კავშირი „ჩვენი ბავშვების“ მიერ მომზადებული სოციალური კლიპი. ნახატების …


ბავშვების გვერდი, კულტურა

ვარდისფერკაბიანმა გოგონამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა გულები დაიპყრო

[google-translator] აფრიკელი ბავშვების საოცარი ცეკვა , რომელიც ენერგიით აგავსებთ და მთელ დღეს გაგიხალისებთ . სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრით,  განსაკუთრებით საყვარელი და სასაცილო ვარდისფერკაბიანი გოგონაა. [youtube http://www.youtube.com/watch?v=dEwxyabYHFE&w=560&h=315]


ახალშობილი ფოტოსესიაზე (ვიდეო)

ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს  ლამაზი თავსაბურავებით  და მოსართავებით შემკული მძინარე  ბავშვების ფოტოები. ალბათ ყველას აინტერესებს, როგორ ტარდება ასეთი საყვარელი ფოტოსესია.  ვიდეო გადაღებულია ცნობილი ფოტოგრაფის, ანა ბრანდტის სტუდიაში.

კიდევ ერთი იტალიური კარნავალი

მართალია იტალიელებსა და ქართველებს ერთმანეთს ძალიან გვამსგავსებენ, მაგრამ გართობასა და დასვენებაში როგორც ჩანს ისინი შეუდარებელნი არიან. ამჯერად იტალიის ქალაქ ლაზისეში, მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ჩატარებული კარნავალის ფოტოგალერეას შემოგთავაზებთ. როგორც იტალიიდან, ჩვენმა კორესპონდენტმა გვითხრა, ორდღიან კარნავალზე პატარებმა მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად კარგად იხალისეს. ღონისძიება 11 საათიდან დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა. მოეწყო დიდი გასეირნება და სადილი. იტალიელები ცეკვავდნენ და ერთობოდნენ, მათი პატარებისთვის კი, …

გილოცავთ, გილოცავთ ახალ წელს! ავტორი ბელა ალანია

დელი-დელი  დელია, ჯადოსნური ხმებია, გირჩები , ბურთები, სხვადასხვა ფერია, ნაძვისხე მოურთავთ, ახალი წელია, შეყრილა სუყველა, ცხვრები თუ მელია, ციყვები, კურდღლები, დათუჩას ბელია, წრეს ვუვლით ხალისით, ახალი წელია! დელია, დელია, დილ დელა დელია, ბავშვები, დიდები, სუყველა მღერიან, შემოდის პაპა და ჟივილით ხვდებიან მის მოსვლას ყოველთვის ფანცქალით ელიან, სადღაა, სადღაა ლამაზი ფერია? ჩაუცვამს წითლები, მორთულა ბებია კალათა უჭირავს ნობათით სხვადასხვა კანფეტის, ჩურჩხელის, …

„ფოსტალიონის“ კონკურსი

სააგენტო „ფოსტალიონი“ აცხადებს 3 წლამდე ბავშვების ფოტოსურათების კონკურსს. გთხოვთ, თითო ფოტო გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელფოსტით: infopostalioni@gmail.com და მიუთითოთ ფოტოზე გამოსახული ბავშვის გვარ-სახელი, მშობლების ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი. კონკურსი ჩატარდება ღიად, ფოტოები განთავსდება საიტის სპეციალურ ალბომზე და გამარჯვებული ფოტოსურათი, მომწონებელთა რაოდენობით შეირჩევა. შემდეგ კი, ერთი თვის განმავლობაში განთავსდება სააგენტოს საიტის საბავშო გვერდზე. აგრეთვე, ფოტოზე გამოსახული ბავშვის ოჯახზე და თავად მასზე, დაიწერება …

„წიგნები შენი ფრთებია“

29 იანვარს, 18 საათზე, მაჩაბლის #13-ში, მწერალთა სახლში, მოეწყობა საქველმოქმედო საღამო, „წიგნები შენი ფრთებია“. საღამოზე გაიყიდება ქართველი მხატვრების, კერამიკოსების და ფოტოგრაფების ნამუშევრები. შემოსული თანხა მოხმარდება ვანში, საბავშო ბიბლიოთეკის დაარსებას. მიიღეთ მონაწილეობა კეთილ, საშვილიშვილო საქმეში.

ბავშვების გვერდი . თბილისის ლეგენდა

მეფე ვახტანგ გორგასალი ქართლს გასულა სანადიროდ, ქორ-მეძებრით გაუვლია მტკვრის მარჯვენა სანაპირო. მოუხიბლავს მეფე ველებს, ფერადებს და თვალწარმტაცებს; დაუხოცავთ ფრინველები მეფესა და მეფის კაცებს. გადაშლიათ მთების კალთა, ვარდ-ყვავილი დაჰფენიათ, თაბორის მთის მისავალთან კვლავ ხოხობი აფრენიათ. მეფეს ქორი მიუგდია, ხოხობს სისხლი დასდენია, მთის ძირს წყალში მიუგნიათ _ ფრინველთ ფრთენი დასცვენიათ. ქორს ბუმბული დარჩენოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულსა, ცხელი ნისლი დაჰფენოდა, თაბორის მთის ნაკადულსა. არა …

ბავშვების გვერდი . აბა გამოიცანით:

1. აწინწილა_ მაწინწილა, პაწია და ხმაწინწილა.   . . 2. ძერასავით ფრინველია, ცოტა მასზე ტანპატარა, წიწილების მოტაცებით, მან კრუხები გაამწარა. .   . . 3. ყრანტალა და ფერად შავი, ფრინველია, ქვია ყ….     . . 4. ფრთები აქვს, ფრენა არ იცის, ყველა ფრინველზე დიდია, ფეხმარდი მორბენალია, უწყინარი და მშვიდია. .   . . 5. ეკეული, მეკეული, ეწოდება დ…… . …