Home საზოგადოება მედიის გაჩათლახებას ობიექტური მიზეზები აქვს, მათ შორის შინაგანი, თვითნაბადი მოთხოვნილება

მედიის გაჩათლახებას ობიექტური მიზეზები აქვს, მათ შორის შინაგანი, თვითნაბადი მოთხოვნილება

SHARE

სამოქალაქო აქტივისტი მამუკა მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებდა ჟურნალიტების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს.

“ვიღაცა იფიქრებს ეს ორი დღეა, რას ერჩის ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკასო…?…მერწმუნეთ არაფერს, უბრალოდ ხომ შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო ხატოვნად, როცა საპოსტაო ადგილს გახსნი და გეკითხება….რას ფიქრობ დაწერე რამე…ჰოდა ვწერ!…

რომელი ენიდან არის შემოსული სიტყვა „ჩათლახი“ საქართველოში, და რა არის მისი პირდაპირი მნიშვნელობა გვერდზე გადავდოთ!…. საინტერესო ის არის, რომ ეს სიტყვა ერთნაირად მოერგო ქალსაც და კაცსაც როგორც ფიზიკურ, ისე პიროვნულ მახასიათებლად….როგორც არსებით სახელად ისე ზედსართავ სახელად!…თავის დროზე, ამ გულისამრევი ე.წ „თავისუფალი მედიის“, იმ აღვირახსნილი სააკაშვილის ბანდა – გუნდი იყო, რომელსაც მედია -კანონში ხვრელები შევარდნაძის ხელისუფლების დასაქცევ -დასაძირად უნდოდა, განსაკუთრებულად კონკრეტული პიროვნებების ცოცხლად დასამარხად, თუმცა იმდენად საფუძვლიანად იყო გათვლილი, რომ დღესაც ადგებათ…

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“ – ეს ფრაზაც კი აუტანელი გახდა… ქვეყანა თუ ხარ, სახელმწიფო, ხელისუფალი, კანონმდებელი და ა.შ ის, ვინც წუხარ რაღაც ფაქტის გამო, რატომ არ მიიღე საჭირო ზომები იმისათვის, რომ საწუხარი ფაქტის წინაშე არ დამდგარიყავი?…ჰოდა, ახლა ვიძახოთ მრავალ ხმაში, რომ სამწუხაროა…

მაგრამ ფაქტია ის, რომ ე.წ თავისუფალი მედია კარგა ხანია მავანთათვის ფულის საჭრელ საამქროდ იქცა. მათთვის, ვინც გარკვეული ანაზღაურების ფასად სიხარულით გაიწყვიტა ყველაფერი, უპირველესად კი შუბლის ძარღვი… „კანონები ბუნდოვანია“, „კანონებში ხვრელებია დატოვებული“… თქვე კაი დედმამიშვილებო, იურისტობაზე რომ დებთ თავს, იმდენი მაინც ხომ უნდა გათვალოთ, რომ იმ ხვრელში არ ჩავარდეთ და არ ჩააგდოთ სხვაც, თანაც რამდენჯერმე და უსასრულოდ…

თქვე კარგო ადამიანებო და კარგო იურისტებო, სახედარი ერთხელ რომ ჩავარდება ტალახში, მეორედ იმ გზაზე, თუნდაც რომ მშრალი იყოს, აღარ გაივლის მათრახის რტყმევის ქვეშაც კი და თქვენ რა გჭირთ, რატომ არ გინდათ ის წუმპე დააშროთ, რომელშიც ხვალ თუ არა ზეგ, აუცილებლად თქვენც ჩავარდებით თუ, თქვენზე ძლიერმა (ან გაქნილმა) მოისურვა და ამისათვის გვარიანად გადაიხადა?….

მედიის გაჩათლახებას ობიექტური მიზეზები აქვს, მათ შორის, შინაგანი, თვითნაბადი მოთხოვნილება ჩათლახობების ჩადენისა. ჩათლახური ფორმულა, „შენ დააბრალე და მან იმართლოს თავი“, სააკაშვილის ხელისუფლებას არ მოუგონია, კანონით გაასწორეს წელში და წარმატებით იყენებენ დღემდე… მუხლები, რომლებიც ეხება ცილისწამებას, შეურაცხყოფას, საიდუმლოების გახმაურებას, ჟურნალისტის მოწმედ დაკითხვის დაუშვებლობას, ინფორმაციის მიმცემი წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას (ანუ გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან), ცენზურას და ა.შ გამიზნულად ისეა გადაზელილ-გადათქვეფილი, კარგად რომ ჩაუღრმავდე შესაძლოა, შეუზღუდავი უფლებების მქონე მმართველადაც კი წარმოიდგინოს ჟურნალისტმა თავი!…

თუმცა,შესაძლოა კი არა, სწორედ ასეა და სწორედ ამიტომაც დაკარგა ბეჭვდურმა მედიამ მკითხველი და ტელევიზიამ – სახე !….აბა ჟურნალისტებო, ველოდები თქვენს კრიტიკას!….ოღონდ არგუმენტებით….”-წერს მამუკა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

Загрузка...