Home საზოგადოება „გილოცავთ 90-იანებისკენ სწრაფ სვლას _ სიმშვიდეც საოცნებო გაგვიხადეთ!“

„გილოცავთ 90-იანებისკენ სწრაფ სვლას _ სიმშვიდეც საოცნებო გაგვიხადეთ!“

SHARE

[google-translator]

,,ნიუსი“ ქართულ მედიაში კრიმინალური ქრონიკის სინონიმი გახდა – ძალიან მიჭირს აღიარება, ძალიან არ მინდა სააკაშვილის სიტყვების გამეორება, მაგრამ ფაქტია – მაღალის პროგნოზები ნაწილობრივ გამართლდა. როცა ის, ( სააკაშვილი) ხელისუფლებაში მყოფი – გაჰკიოდა: მუმიებიო, 90 იან წლებში დაბრუნებაო, გადამლაშებულად მეჩვენებოდა მისი სიტყვები, ( ვფიქრობდი პოლიტიკურ-პარტიული მიზნით მორიგ ჯერზე გვაბოლებდა), თუმცა დრომ გვაჩვენა, რომ ეს შიშები სულაც არ ყოფილა საფუძველს მოკლებული _  მართლა 90-იანებში არ გვიკრეს თავი?! სიტუაცია კი ცოტა მოდერნიზებულია – ქუჩებში მხედრიონი არ დარბის, სადარბაზოებში შპრიცები არ ყრია და ჩაცუცქულების რიცხვმა იკლო, თორე აბა უკუსვლა არაა ამდენი ძარცვა-გლეჯის და მკვლელობების შესახებ გავრცელებული ცნობები სამამულო მედიაში?

ერთ-ერთი შემთხვევა რომელიც არ ტირაჟირებულა მედიით დღეს გავიგე, ორი კვირის წინ, ნაცნობ ქალს, თბილისის ცენტრში, (სატუმრო კოპალასთან ) ქვით ჩაუმტვრიეს ავტომობილის შუშა, მოპარეს ჩანთა, საიდანაც მიითვისეს მისი კუთვნილი 300 ლარამდე თანხა და პლანშეტი !!!

გილოცავთ 90 იანებისკენ სწრაფ სვლას … მადლობა რომ სიმშვიდეც საოცნებო გაგვიხადეთ  /ქართული ოცნება / Georgian dream“ _ წერს სოციალურ ქსელში რეჟისორი და ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე.

Загрузка...