Home პოლიტიკა „ სააკაშვილის ბაქოში ვოიაჟი საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი გამოწვევაა“

„ სააკაშვილის ბაქოში ვოიაჟი საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი გამოწვევაა“

SHARE

[google-translator]

 ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში, ამ დღეებში, მიხეილ სააკაშვილის ბაქოში ვოიაჟს საინტერესოდ გამოეხმაურა და ძველი, მაგრამ საგულისხმო  ამბავი გაიხსენა:

„ სააკაშვილის ბაქოში ვოიაჟი საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი გამოწვევაა. მიშამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და მისგან, ბევრ მოულოდნელ სიახლეს უნდა ველოდოთ! მისი თბილი და მეგობრული მიღება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი პირისგან ცხადყოფს, რომ საქართველოს მმართველ გუნდს დიდი ძალისხმევა დაჭირდება ბაქოსთან ურთიერთობის დასალაგებლად და ჩვენი მოქალაქე აზერბაიჯანლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. რაც შეეხება მიშას ქვეძრომიალს ჩვენი აზერბაიჯანლი მოქალაქეების გულის მოსაგებად, შევახსენებ მის რეალურ დამოკიდებულებას მათ მიმართ, რის გამოც მასთან კამათიც კი მომივიდა. 1999 წლის მაისის ბოლოს, მაქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე ბოლნისში გვესტუმრა. აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა რომ მორჩა, ბოლნისში ახლადგახსნილი ლუდის წარმოება დავათვალიერებინეთ, მიშა ცივ ლუდს დაეწაფა და ასე მითხრა„ თათრებს დემოკრატია რად უნდათ, მაგათ ბეგი ჭირდებათ, მკაცრი და დაუნდობელი, მონობას მიჩვეულნი ასე იმართებიან, სხვანაირად მხოლოდ საფრთხეს შექმნიან.“ „ _ მიშა შენ აზერბაიჯანლებს არ იცნობ და კიდევ კონფლიქტი გინდა ისედაც დახლეჩილ ქვეყანაში. ესენი ისეთივე მოქალაქეები არიან საქართველოსი, როგორც შენ. ასე რომ ლაპარაკობ, შეხვედრაზე რას აქე და ადიდე?“ _ ვუთხარი მე. ბოლნისის გამგებელმა, ზურა ჯაფარიძემ და მისმა მოადგილემ, ზახიდ იბრაგიმოვმა გამაჩერეს, სტუმარია და სჯობია ექსცესების გარეშე გავისტუმროთო“  _ იხსენებს  ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად დევნილი, ლევან მამალაძე.

Загрузка...