Home ეს საინტერესოა მეცნერებმა სიძუნწის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინეს

მეცნერებმა სიძუნწის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინეს

SHARE

[google-translator]

როგორც გაირკვა „ტოლკაპოლი“ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ დოფამინის კონცენტრაციაზე ზემოქმედებს და ამცირებს მის რაოდენობას. ეს ის ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიამოვნების განცდას. თუმცა აღმოჩენა შემთხვევითი იყო. ისევე როგორც ვიაგრა, თავის დროზე გულის უკმარისობისთვის შექმნილი, ეს პრეპარატიც თავდაპირველად პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ შეიქმნა.

ექსპერიმენტების დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტები პრეპარატის მიღების შემდეგ საოცრად კეთილები ხდებიან. ამის შემდეგ მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 35 პაციენტი მონაწილეობდა. ჯგუფი ორ ნაწილად გაყვეს და ერთ ნაწილს პრეპარატი დაალევინეს. ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ მონაწილეებს ერთმანეთში ფული უნდა გაეყოთ. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ პრეპარატის ქვეშ მყოფი პაციენტები არა თუ სამართლიანად და პატიოსნად ანაწილებდნენ თანხას, არამედ ისინი უსამართლობის მიმართაც განსაკუთრებულ მგრძნობელობას გამოხატავდნენ.

„ჩვენ ვთვლიდით, რომ ადამიანის სამართლიანობის შეგრძნება და პატიოსნება, ეს ინდივიდუალური თვისებებია. თუმცა ბოლო გამოკვლევებმა ცხადო, რომ არსებობს ერთგავრი ჩამრთველ-გამომრთველი, რომელიც ადამიანის ამ თვისებას არეგულირებს. სწორედ ეს წერტილი ვიპოვნეთ. ახლა შესაძლებელია ადამიანის თვისებებზე ზეგავლენა მოვახდინოთ.“- აღნიშნა ბერკლის უნივერსიტეტის დოცენტმა მინგ სიუმ.

 

მასალის გამოყენების პირობები

Загрузка...