Home პოლიტიკა „იმ 75 დეპუტატის ტვინში ჩამახედა, ხიდაშელის ხმის მიცემით საკუთარ თავს ძირს რომ...

„იმ 75 დეპუტატის ტვინში ჩამახედა, ხიდაშელის ხმის მიცემით საკუთარ თავს ძირს რომ გამოუთხრიან“

SHARE

[google-translator]

„პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი, უშიშროების საბჭო რესპუბლიკელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რესპუბლიკელი, პარლამენტში 8 კაციანი ფრაქციით რესპუბლეკელები, შერიგების მინისტრი და რამდენიმე მინისტრის მოადგილე რესპუბლიკელი, საია და რიგი ანალოგიური არასამთავრობოები _ რესპუბლიკელების კონტროლქვეშმყოფები და ახლა კიდე თავდაცვის მინისტრიც რესპუბლიკელი? და არამარტო თავდაცვა, არამედ სპორტიც და გარემოს დაცვაც… საერთოდ დარჩა ვინმე რესპუბლიკურ პარტიაში დაუსაქმებელი? ცოლიან, ქმრიან, ძმიან, ბიძაშვილიან, მეგობრიან, მეზობლიან, მოკლედ ყველა დასაქმებულია. ერთი შეხედვით უამბიციო და ურეიტინგო ძალა დღეს წარმოადგენს მთავრობას, 3% პარტია _ ხელისუფლებას. საერთოდ რა შეხება ჰქონდა ან აქვს ქალბატონ ხიდაშელს ჯართან და თავდაცვასთან? ხიდაშელი ჯარში ნამყოფია?! მესმის და გასაგები იქნებოდა მისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ჩაებარებიათ, მაგრამ არმია?! ისევ ალასანია ყოფილიყო სჯობდა! მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ! რატომ? ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ… ძალიან მაინტერესებს ჯარი როგორ დაემორჩილება და მოითმენს ლიბერალ და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხიდაშელს? ან იმ 75 დეპუტატის ტვინში ჩამახედა, რესპუბლიკელი ხიდაშელის ხმის მიცემით საკუთარ თავს ძირს რომ გამოუთხრიან. იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი თინა თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მე არ გამოვრიცხავ ლომჯარია, ან გიგაური ვიხილოთ მის მოადგილეებად. აქვე რჩევაც მინდა მივცე – მოერიდეთ სამხედრო მოსამსახურეების წინ „იუბკით” სიარულს, შემთხვევით ქარი არ ამოვარდეს… და ბოლოს ერთი კითხვა – ნეპოტიზმზე რა აზრის ხართ?
P.S საერთოდ არ მესმის რატომ მუსირებს ხალში ის აზრი, რომ ძმები ბერძენიშვილების რესპუბლიკური პარტია – ამ „ჩეკისტებისა“ და „კგბ-შნიკების“ პარტია პროდასავლურია? ეს მოსაზრება ჩემთვის ამოუხსნელ ამოცანას წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს და მისი რეიტინგის ზრდის პოლიტიკას, არა მგონია გასერიოზულდეს და რაღაც კრიზისულ სიტუაციაში გადაიზარდოს ,ერთ კვირაში მოგვარდება სწორედ ისე როგორც აშშ-ს აწყობს“ _ წერს სოციალურ ქსელში „თავისუფალი თაობის“ ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი.

 

 

 

 

Загрузка...