Home კრიმინალი დაკავებულია პირი, რომელსაც პროკრედიტბანკის დაყაჩაღება ედება ბრალად

დაკავებულია პირი, რომელსაც პროკრედიტბანკის დაყაჩაღება ედება ბრალად

SHARE

[google-translator]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “პროკრედიტ ბანკი” დააყაჩაღა, საიდანაც 15 000
ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან
რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის
შედეგად დაუფლებული თანხა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის
1-ლი ნაწილით).

Загрузка...