Home გამოფენა Hollyday Inn-ში პერფორმანსი სახელწოდებით „შემიყვარე თუ გაბედავ“ ჩატარდა

Hollyday Inn-ში პერფორმანსი სახელწოდებით „შემიყვარე თუ გაბედავ“ ჩატარდა

SHARE

[google-translator]

26 აპრილს,  Hollyday Inn-ში პერფორმანსი სახელწოდებით „შემიყვარე თუ გაბედავ“ ჩატარდა. ავტორი კარგად ცნობილი, ეპატაჟური და სკანდალური თორნიკე ჯგერნაიაა. უკვე მერამდენე მისი ჩვენება ექსპერიმენტის სახით მაყურებლისთვის საინტერესო სიურპრიზია.

11035843_1583019378646093_3758247625925510765_n

მუდმივი პროტესტი, საზოგადოებაში მიღებული დოგმების უარყოფის სურვილი. და ყველაფერი ეს ხმამაღლა და ხაზგასმით. თორნიკეს ორმაგი სტანდარტი-ერთის მხრივ სტიგმატი, რომელიც არაფერს ამტკიცებს, საზოგადოების მხრიდან მუდმივ ქარცეცხლში გატარებული, არა ერთხელ კამათის და გარჩევების მიზეზი, მეორეს მხრივ შემოქმედი, რომელიც ყველა დოგმის დამსხვრევას ცდილობს, არაორაზროვან რეაქციას იწვევს.

11022620_1583018811979483_7581091875596308144_n

ჩვენებას ე.წ. „სელებრითებიც“ ესწრებდნენ.

10373784_1583019341979430_5174781111624221878_n

 

როგორც თორნიკემ „ფოსტალიონთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ჩვენება კიდევ ერთი პროტესტი იყო საზოგადოებაში კარგად გამჯდარი დოგმის წინააღმდეგ. დაუწერელი კანონი ცოლის „მოთმინების“ შესახებ მისთვის მიუღებელია. „პერფორმანსის აზრი არის ის, რომ თორნიკე ჯგერნაია ებრძვის ისეთ ფრთიან ფრაზებს, როგორიც არის „მეორე ნახევარი. ანუ ადამიანი არის სრულყოფილი თავის თავში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფეხსაცმელები, ფესხაცმელი ჩემთვის ასოცირდება სიძლიერესთან, რადგან კონცეფცია იყო ასეთი, რომ მამაკაცის პერანგის საყელო გადასულიყო ფეხსაცმელზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ეს არის „თოროს ქალი“, რომელიც არის მყარი, რომელსაც არ სჭირდება მეორე ნახევარი.

11156133_1583018818646149_8018284234826607178_n

მან გაატარა ღამე მამაკაცთან, გაუშვა იგი სახლიდან, აცვია მისი პერანგი, თავზე აქვს რქა, (კაცის უარყოფითი სიმბოლო), და დამოუკიდებლად დგას მყარ ფეხსაცმელში. თვითონ კოლექცია არის „უნისექსი“. ანუ სქესის გარეშე. მე არ მომწონს ის, რაც ხდება საქართველოში.-„ქალს თავისი ადგილი აქვს“ ჩემთვის მიუღებელია. ამიტომაც ამას უტრირება გავუკეთე და პერანგებზე გავუკეთე წარწერები.

11193346_1583018751979489_5833013441207803439_n

 

“ეს არის ქალი რომელმაც უარყო ასეთი კაცი.“-აღნიშნა თორნიკე ჯგერნაიამ.

გამოფენა-პერფორმანსი გამომწვევად და ხმაურით დასრულდა. ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჩვენებაში მონაწილეობდა, დავით ზირაქიშვილი, იგივე დუდი, ერთგვარი ხერხემალი იყო მთელი ჩვენების, ქართველი მამაკაცის სიმბოლო იყო, რომელსაც ჩვენების დროს ყველა ქალი ზურგს აქცევს.

„1+1=1 ეს არის პერფომანსის გზავნილი. ჩემი ქალი არის ესეთი-ძლიერი, დამოუკიდებელი და სრულყოფილი“-აღნიშნა თორნიკე ჯგერნაიამ.

11196308_1583018788646152_8651014426433878367_n

.

11120546_1583019088646122_3857842776106109222_n

 

.

11046694_1583019025312795_2426609874687855996_n

.

11188405_1583019081979456_1116068337056779444_n

.

17130_1583019078646123_5086679079431514213_n

კატო გვასალია

Загрузка...