Home ეს საინტერესოა ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის პასუხი ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ცოლის ქომაგებს!

ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის პასუხი ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ცოლის ქომაგებს!

SHARE

[google-translator]

      სააგენტო „ფოსტალიონის“ საიტზე გამოქვეყნებულ წერილს  _ „ ამ ქალბატონს მუზეუმის ის დარბაზები რომ მოეწონოს, სადაც ჩვენი საგანძურია გამოფენილი, ნეტავ რას იზამენ?!“ სოციალური ქსელიდან სხვადასხვა სახის გამოხმაურება მოყვა.მათ შორის კრიტიკულიც.

წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა, საკუთარ ფეისბუქ-სტატუსზე, ეროვნული გალერეის დარბაზში, ვიცე-პრემიერი კახი კალაძის მეუღლის მიერ მოწყობილ ჩვენებასთან დაკავშირებით, კრიტიკული კომენტარი გააკეთა. ზოგი გვწერდა, რომ ასეთ ჩვენებებს საფრანგეთის ცნობილ მუზეუმებშიც ატარებენ და ეს არის ჩასაფრებული ადამიანის პოზიციაო.

ამის დასამტკიცებლად კი, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუზეუმებში მოწყობილი ჩვენებების ვიდეოკადრები გამოგვიგზავნეს. ამის შემდეგ „ფოსტალიონი“ კვლავ ნინო მიქიაშვილს დაუკავშირდა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრება გააცნო, რაზედაც ქალბატონმა ნინომ ასეთი პასუხი გაგვცა:

images

 „ სხვისთვის ევროპაში არსებული ამა თუ იმ მუზეუმის შინაგანაწესი თუა სამაგალითო,  ჩემთვის უპირველესი  და სამაგალითო  ჩემი ქვეყნის ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობაა . ევროპის გარკვეულ ქვეყნებში  ერთსქესიანთა  ქორწინებაც დააკანონეს, მაგრამ ქართველები მსგავსს არ დავუშვებთ. დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ,  როცა „ობიექტივის“ ეთერში, ჩემს გადაცემაში   გავა ეროვნული მუზეუმიდან  მიღებული პასუხი, ასევე 18 აპრილს, მოდების ჩვენების დროს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა. ეროვნული მუზუემის გენერალურ დირექტორს წერილობით 20 აპრილს მივმართე და პასუხს ველოდები ეს გადაცემა რომ გავიდეს.  რადგან ამ თემით  „ფოსტალიონი“ დაინტერესდა,  სინტერესო მასალებს თქვენც  მოგაწვდით.“

შეგახსენებთ, რომ კალაძის მეუღლის მოწყობილ ჩვენებას საგამოფენო დარბაზში ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„ნახეთ რა სიტყვამოსწრებულია კახი კალაძის ცოლი?! ჩვენება რომ დაიწყო მუსიკა ისეთ მაღალ ხმაზე იყო აწეული, ყურზე ხელის მიფარება მომინდა – როგორც იტყვიან, კედლები ზანზარებდა. არც სტუმრები და არც მასპინძელი ამის გამო უხერხულობას არ გრძნობდნენ. ეს ჩემი აზრია, სახის გამომეტყველება ასეთი ჰქონდათ.

ორშაბათს ეროვნულ მუზეუმს წერილობით მივმართავ და მოვითხოვ მომცენ საჯარო ინფორმაცია – მიმითითონ ის ნორმა, რომლის საფუძველზეც ეროვნული გალერეის დარბაზი გააქირავეს და ასევე მოვითხოვ იმ ხელშეკრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოდების ჩვენება გაიმართა. ამ ახალგაზრდა ქალბატონს ხელოვნების მუზეუმის ის დარბაზები, რომ მოეწონოს, სადაც ჩვენი საგანძურია გამოფენილი, ნეტავ რას იზამენ?!“

download (1)

 

 

Загрузка...