Home ეს საინტერესოა „სტამბოლში, ქართველების კონცერტზე, ლაზები ფეხზე ამდგარნი მღეროდნენ“

„სტამბოლში, ქართველების კონცერტზე, ლაზები ფეხზე ამდგარნი მღეროდნენ“

SHARE

[google-translator]

დღეს, 20 აპრილს, სტამბოლში,  „შიშლის კულტურის ცენტრში“ ქართული  შეხვედრა-კონცერტი ჩატარდა. როგორც შევიტყეთ, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართველი მომღერლები: გიორგი ჩიტაური,

 

11157921_826172164165833_1677736483_n. 11164096_826172524165797_1463972738_n

 

დიტო ქისიშვილი, მარიამ ელიეშვილი, თინათინ სამადაშვილი, ბაიარ შაჰინ (გუნდარიძე) იბერია ოზქან (მელაშვილი). ქართული კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ერთობამ” სცენაზე  ნამდვილი ცეცხლი დაანთო.  კონცერტზე იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის წევრი, ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი, ნათია შარაშენიძეც. მისი ინფორმაციით, ქართული კულტურის სახლს, მაჭახელის ფონდს, ბაიარ შაჰინ გუნდარიძეს, თურქეთში დამკვიდრებულ  თუ  იქ მყოფ ემიგრანტ ქართველებს შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ თავისი წიგნი „ფიქრებით ნაქსოვი ფარდაგი”  გაუგზავნა საჩუქრად.

 

11130532_826174814165568_63973304_n.

 

ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარემ კი, ამ სასიამოვნო საჩუქართან  დაკავშირებით განაცხადა:

„ბედნიერი ვარ, რომ ქართული კულტურის სახლის ბიბლიოთეკას შემოემატა ქალბატონი ბელას წიგნი. ამისთვის უღრმეს მადლობას ვუხდი მას და დიდ პატივისცემას ვუგზავნი.“

ქართული კულტურის სახლის ბიბლიოთეკას და ბაიარ შაჰინ გუნდარიძეს თავისი წიგნი ლელა კაკულიამაც გაუგზავნა. საღამოს მნიშვნელოვანი სიმღერები იყო დიტო ქისიშვილის მიერ შესრულებული (საკუთარ მუსიკაზე და ტექსტზე) „აფხაზეთო” და მარიამ ელიეშვილის მეგრული _ „დიდოუ ნანა”.  ლაზები ფეხზე ამდგარნი მღეროდნენო.

 

Загрузка...