Home ხელოვნება და კულტურა ჰოლივუდი „ალისა და ნინოს“ სიყვარულის ისტორიაზე ფილმს გადაიღებს

ჰოლივუდი „ალისა და ნინოს“ სიყვარულის ისტორიაზე ფილმს გადაიღებს

SHARE

[google-translator]

აღმოსავლურ „რომეო და ჯულიეტად“ წოდებული „ალისა და ნინოს“ სიყვარულზე ჰოლივუდი ფილმს გადაიღებს. გადაღებები მადრიდსა და ბაქოშია დაგეგმილი. გადამღები ჯგუფი საქართველოშიც ჩამოვა. კავკასიური ბესთსელერის ეკრანიზაციაზე გადაცემა 2030-ში ჟურნალისტმა მარიამ სეთურიძემ ისაუბრა:

„ნინოს როლს ფილმში ესპანელი მსახიობი, მარია ვალვერდე ასრულებს.

11136976_678003405644723_2102942065_n

მოქმედება აზერბაიჯანში, საქართველოსა და ირანში ვითარდება. სიყვარულის ისტორიასთან ერთად, ფილმში ამ ქვეყნების ყოფა-ცხოვრებაც იქნება აღწერილი.  100 წლის წინანდელი სასიყვარულო ამბავი დასავლელ მაყურებელს კავკასიის მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს  აჩვენებს. ალის როლს ცნობილი მსახიობი ადამ ბაკრი შეასრულებს,

11136857_678002658978131_1377806561_n

რომელიც წარმოშობით არაბია. სცენარისტი  არის ოსკარის პრემიის ლაურიატი, სახელგანთქმული _ კრისტოფერ ჰემპტონი. აღმასრულებელი პროდიუსერი კი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის,  ილჰამ ალიევის ქალიშვილი, ლეილა ალიევა. ფილმის პრემიერა 2015 წლისთვის არის დაგეგმილი. გადაღები ჯგუფი დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ასევე არ ასახელებენ გადაღების ზუსტ ადგილებს. ბოუჯეტის შესახებ ინფორმაციაც საწუხაროდ დახურულია. ფილმს ჰეიდარ ალიევის ფონდი აფინანსებს. კოსტუმებზე კი, ცნობილი დიზაინერი, მიშელ  კლეპტონი მუშაობს. ლეილა ალიევას თქმით, ფილმი ჰოლივუდის დონის იქნება. რომანი „ალი და ნინო“ უკვე 33 ენაზე არის თარგმნილი და დაახლოებით 100-ჯერ გამოიცა“ _ განაცხადა მარიამ სეთურიძემ.  

11149090_678006402311090_999828291_n

აღსანიშნავია, რომ ნინოს როლის შემსრულებელი, მარია ვალვერდე მაყურებელმა ფილმიდან “ციდან სამ მეტრზე” გაიცნო, სადაც მან ბაბის როლი შეასრულა.

Загрузка...