Home მოდა მარტივად მოსამზადებელი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი- ფანტასტიური ეფექტი 7 დღეში

მარტივად მოსამზადებელი ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი- ფანტასტიური ეფექტი 7 დღეში

SHARE

[google-translator]

სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ნაოჭების გაჩენა ყველა ქალისთვის გარდაუვალი პროცესია. იმისათვის, რომ შევაჩეროთ მათი გაჩენა, ვხმარობთ სხვადასხვანაირ საშუალებებს, კრემებს, მაგრამ არცერთი მათგანი, თუნდაც ძალიან ძვირადღირებული არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თავს დავაღწევთ ამ ნაკლს, რადგან სახის კანს აქვს თვისება, სწრაფად მიეჩვიოს ქიმიურ საშუალებებს და ამის გამო ხშირად შედეგს აღარ იძლევა.

გამოცემა healthy life tricks გთავაზობთ სახლში დამზადებული  კრემის რეცეპტს, რომელიც ატენიანებს სახის კანს, ამცირებს ნაოჭებს და ანელებს დაბერების პროცესს. მისი უპირატესობა ბუნებრივი ინგრედიენტები და უსაფრთხოებაა. იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის და შედეგი მოკლე დროშია თვალნათელი. გამოცემა გვპირდება, რომ სულ რაღაც 7 დღეში მნიშვნელოვან ვიზუალურ ეფექტს იხილავთ. მათ, ვისაც უყვარს თავის მოვლა, შეუყვარდება ეს კრემიც, რომელიც მარტივი და მართლაც საოცარია.

სახლში დამზადებული ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის რეცეპტი

ინგრედიენტები:

1 სუფრის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი
1 კვერცხის გული
1 ჩაის კოვზი თაფლი
2 ჩაის კოვზი ვაზელინი აფთიაქიდან

მომზადება:

ორთქლის დახმარებით ვაზელინი თხევადი უნდა გახადოთ და შემდეგ შეურიოთ კვერცხის გული, ზეთი და თაფლი. კარგად უნდა ურიოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ერთგვაროვანი  მასა მიიღეთ. თქვენი კრემი მზადაა. მოათავსეთ ძველი კრემის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

დაძინებამდე 2 საათით ადრე , თითების მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ კრემი კანში , 30 წუთის შემდეგ კი სველი ცხვირსახოცით მოიწმინდეთ.

 

 

 

Загрузка...