საზოგადოება, სოციალური ქსელები და მედია

"უმაგრესმა ადამიანმა სურმანიძეების სესხის ფული გადაიხადა და აგვიკრძალა მისი სახელის ხსენება"

ინგა გრიგოლიამ ფეიბუქის საკუთარ  გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

უბედნიერესები ვართ ამ წუთებში მთელი ჯგუფი.კვირას-,,იმედის კვირაში,, გასული რეპორტაჟის შემდეგ ,ბათუმელ ლია სურმანიძის ოჯახს,რომელიც უმძიმესი ავადმყოფი შვილისთვის სამკურნალოდ აღებული იპოთეკური სესხის გამო,დღე-დღეზე სახლს კარგავდა (7 დეკემბერს სახლიდან უნდა გამოესახლებინათ ოჯახი),ლევან ჩხაიძეს რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ სრულად დაუფარეს სესხი და მევახშისგან სახლი გამოისყიდეს,რომელიც დღეიდან ისევ სურმანიძეებს ეკუთვნით.ზუსტად ისე,როგორც ანორექსიით დაავადებული მარიკას შემთხვევაში მოხდა,როცა დამფინანსებელმა ვინაობის გამხელა არ ისურვა,დღესაც ამ უმაგრესმა ადამიანმაც,ვინც სურმანიძეების სესხის ფული გადაიხადა,აგვიკრძალა მისი სახელის ხსენება)))))მადლობა ღმერთს და მადლობა კეთილ ადამიანებს ამ ქვეყანაში,რომლებიც თურმე არცთუ ცოტანი ყოფილან….რაც არ უნდა იქირქილონ და ლანძღონ გადაცემა,ოდნავადაც არ გავღიზიანდები,რადგან სწორედ ასეთი შედეგებისთვის ღირდა თუნდაც ,,იმედის კვირის,, გასვლა ეთერში”

 





Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*
*