ოკლაჰომას შტატის სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან რალფ შორთი, ერთ-ერთ მოტელში 17 წლის ბიჭთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მასთან პოლიცია მივიდა. ამის შესახებ The Washington Post, Daily mail და სხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან.

35 წლის სენატორმა, რომელიც ტრამპის მხარდამჭერი იყო და უკანონო მიგრაციასა და ლგბტ თემის წინააღმდეგ აქტიური პოზიციით იყო ცნობილი, ინტერნეტის მეშვეობით გაცნობილი არასრულწლოვანი ბიჭი ოკლაჰომაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში ფულის სანაცვლოდ სექსისთვის მიიყვანა. მედიის ცნობით, პოლიციას ბიჭის მამამ შეატყობინა, რომელმაც შვილის ადგილსამყოფელი ბიჭის მეგობარი გოგონას მეშვეობით გაიგო. ეს უკანასკნელი თავის შეყვარებულს უკან გაჰყვა, როცა მას მამაკაცმა სახლში მიაკითხა და წაიყვანა. პოლიციის ოქმში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ნომერში კონდომებით სავსე ყუთი და ზურგჩანთაში ლოსიონი იპოვეს. .

ვიდეო, რომელიც მიმდინარე წლის მარტშია გადაღებული, მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. კადრები იმ მომენტს ასახავს, როცა უცნაურ მაისურში გამოწყობილ სენატორს, რომელიც ბიჭთან  ერთად მარიხუანას აბოლებდა,  პოლიცია თავს დაადგა და განუცხადა, რომ ის არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. რალფ შორთი თავდაპირველად უარყოფდა , რომ იცოდა ბიჭის ასაკის შესახებ, თუმცა გასულ კვირას  დანაშაული აღიარა იმის სანაცვლოდ, რომ სხვა უფრო მძიმე დანაშაულზე არ მოუწევდა პასუხისგება, კერძოდ ბავშვთა პორნოგრაფიასა და ტრეფიკინგთან დაკავშირებულ ქმედებებზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სენატორს სამუდამო პატიმრობა და მაქსიმალური ჯარიმა $250 000 ემუქრებოდა.

რალფ შორთი  პოსტიდან ინციდენტის შემდეგ, მარტშივე გადადგა. ვიდეო კი მხოლოდ ამ დღეებში გასაჯაროვდა. ყოფილი სენატორი  ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება  და განაჩენს ელოდება. მას მეუღლე და ოთხი ქალიშვილი ჰყავს.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...