ინდოელი მსახიობი და რეჟისორი შაში კაპური 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ  The Independent იუწყება.

მსახიობმა 100-მდე ინდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა, ასევე რამდენიმე დასავლელი რეჟისორის ფილმში.

შაში- კაპურების დინასტიის წარმომადგენელია, რომლის წევრები ბოლივუდის ინდუსტრიაში არიან მისი დაარსების მომენტიდან. შაში სახელგანთქმული რაჯ კაპურის ძმა იყო.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...