ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ipn წერს.

ცვლილების მიხედვით, სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას უწყება სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით: სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე პროგრამაში 45 000-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, მკურნალობაში 44 000-ზე მეტი ბენეფიაციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი კი 38 000-მდე მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...