კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა განაცხადეს, რომ ხმამაღალი კითხვა მეხსიერებას აუმჯობესებს. ამის შესახებ ვრცლად ჟურნალი Medicalxpress-ი წერს. კვლევაში მონაწილეობა 95-მა ადამიანმა მიიღო.

მოხალისეებს დაწერილი ინფორმაცია ოთხი მეთოდიან ერთ-ერთით უნდა დაემახსოვრებინათ. ისინი კითხულობდნენ გულში და ხმამაღლა, ასევე უსმენდნენ საკუთარ თავს და სხვისი ხმის ჩანაწერს. კვლევამ აჩვენა, რომ ტექსტს ადამიანი უკეთესად იმახსოვრებდა, თუ კითხვის დროს, მეტყველებდა კიდეც. მეცნიერების თქმით, ადამიანი სიტყვებს უკეთესად იმახსოვრებს, თუ მას ბგერა ან რაიმე მოქმედება მოჰყვება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...