„ვფიქრობ, კახიმ დასაწყისშივე აჩვენა დედაქალაქს, რომ ის ნამდვილად გაამართლებს საზოგადოების ნდობას. ქალაქს უკვე შეეტყო და დაეტყო ახალი ხელი და სიცოცხლე. უკვე დაანონსდა ქალაქის ბიუჯეტის 60 მილიონით ზრდა, რომელიც მეტროს ვაგონების რეკონსტრუქციას, მათი შემადგენლობის რაოდენობის ზრდას, გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაციას მოხმარდება. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ე.წ. მწვანე ინფრასტრუქტურის დაფინანსება. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტები ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ პროექტებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ ამ სფეროს პრიორიტეტულობაზე მიუთითებს. წარმატებას ვუსურვებ თბილისის ახალ მერს, რომელმაც დასაწყისშივე ქალაქის განვითარების და თბილისელების გვერდით დგომის განსაკუთრებული ჟინი აჩვენა თავის ამომრჩეველს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...