საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე და ამავდროულად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე რამდენიმე დღეში საბჭოს დატოვებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც კი სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირდება ახალი თავმჯდომარის სახელი და გვარი, ამის შემდეგ მე დავემშვიდობები სამეურვეო საბჭოს წევრებს, მივმართავ პარლამენტს განცხადებით და დავტოვებ სამეურვეო საბჭოს წევრობას“, – განაცხადა სალაძემ.

5 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს, რომლის საფუძველზეც ანა ნაცვლიშვილს სულხან სალაძე შეცლის.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...