“რა ინფორმაციასაც ვისმენ, მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრალესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“მიხეილ საკაშვილი მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხერხდება მისი მხრიდან, იმედია უკრაინლეებიც მალე გაიცნობენ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო უკვე მოთხოვნა და საბოლოო ჯამში, მოხდება თუ არა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაცია, ეს უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...