რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი კიევში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ბლოგში აანალიზებს.

მატვეი განაპოლსკი:  სააკაშვილმა დღეს ორჯერ გაგვაკვირვა თავისი ალოგიკური საქციელით. როცა დასაკავებლად მივიდნენ, სახლის სახურავზე აძვრა, მართალია ბტყელზე, და პირობა დადო, რომ თავისუფალი უკრაინისთვის ძირს გადმოხტებოდა.

მაგრამ არ გადმოხტა.

მეორედ გაგვაკვირვა, როცა აღგზნებულმა ბრბომ სამართალდამცავების მანქანიდან გაათავისუფლა, სათავეში ჩაუდგა ამ ბრბოს. უმაღლესი რადასკენ წავიდა, სადაც სადღესასწაულოდ გამოლანძღა უკრაინის ხელისუფლება

 

რაში გამოიხატება ალოგიკურობა? იმაში, რომ ყველა ამ ქმდებაში ნამდვილი პოლიტიკოს არ ჩანს, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ არენაზე დიდხნიან თამაშს ითამაშებს.

ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის დახმარებით პოლონეთ-უკრაინის საზღვრის ცნობილი გარღვევის დროს,  სააკაშვილმა თავი მხოლოდ ხშირი მიტინგებით გამოიჩინა.

არანაირი მდგრადი პოლიტიკური მასობრივი სტრუქტურა არ შექმნილა. აპოთეოზი უმაღლეს რადასთან კარვების ბანაკის შექმნა იყო. ბანაკი სპეციალურად აშენდა ისე, რომ გზის  სავალი ნაწილი გადაეკეტა,  ალბათ იმისთვის, რომ მძღოლებს სააკაშვილი უფრო მეტად “შეყვარებოდათ”. –

წამოაყენეს მოთხოვნა- პოროშენკოს დაუყოვნებლივ გადადგომა. შემდეგ იყო იმპიჩმენტის მოთხოვნა. შემდეგ , როცა ნათელი გახდა, რომ იმპიჩმენტს მხოლოდ სააკაშვილი და ორი ათასამდე მისი მომხრე ითხოვდა, განაცხადეს, რომ “უკრაინელი ხალხი ითხოვს სახალხო იმპიჩმენტს”. ეს უცნაური მოთხოვნაა, რადგან უკრაინის კონსტიტუციაში სახალხო იმპიჩმენტის შესახებ არაფერი წერია. ჩვეულებრივი არის, მაგრამ განსაკუთრებული კანონით არ რეგულირდება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს. იყო კრეშჩატიკზე მსვლელობაც იგივე მოთხოვნებით.

ასე გრძელდებოდა დღემდე.

 

მაგრამ დღეს გენერალურმა პროკურორმა ლუცენკომ გაასაჯაროვა სააკაშვილის წარმომადგენლების საუბარი იანუკოვიჩის გარემოცვაში მყოფი დევნილი ოლიგარქის კურჩენკოს წარმომადგენლებთან. საუბარი ეხებოდა მიტინგების და არეულობის დაფინანსებას, ასევე შესაძლებელია რადას შტურმსაც. მეორე ნაწილში ნაჩვენებია ფულის გადაცემა. მესამეში თვითონ სააკაშვილის და კურჩენკოს საუბარი.

კურჩენკო უკრაინაში თავის ბიზნეს-ინტერესებზე საუბრობს და მოქმედებების კოორდინაციისთვის სააკაშვილს სთავაზობს გაგზავნოს მისი  წარმომადგენელი რუსეთში . სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია და დეტალებზე იფიქრებს.

ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზულია. გენერალური პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალები რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე მიუთითებს- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ პირთა ჯგუფის ხელშეწყობას, რომლებიც დესტაბილიზაციას და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.

სწორედ ამაში ედება სააკაშვილს ბრალი.  მისი რომანტიკული გათავისუფლება პოლიციის მანქანიდან და გამარჯვებული მსვლელობა უმაღლესი რადასკენ, სავსებით შეასძლებელია, პირის მსგავსი გამარჯვება აღმოჩნდეს (მეფე პირის გამარჯვება- დამარცხების ტოლფასია. რედ).

თუ სააკაშვილი ხელისუფლებას არ ჩაბარდება და არ მისცემს განმარტებებს მოცემულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოდის, რომ ყველაზე ევროპული პოლიტიკოსი სააკაშვილი, რომელიც პოროშენკოს გაუთავებლად ადანაშაულებდა მოსკოვთან ფარულ გარიგებაში, თავად მოსკოვის ფულებით, ცდილობს, უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდებას. და ის ორი ათასი კაცი სააკაშვილთან ერღად, რომც შეიჭრას პარლამენტში, ეს საერთო ჯამში, არაფერს იძლევა-საერთო სახალხო მხარდაჭერა არ იყო და არ იქნება.

მაგრამ როგორ ჩანს, სააკაშვილი ხშირად იხსენებს,  მომხრეებთან ერთად როგორ შეიჭრა საქართველოს პარლამენტში  და შეცვალა ხელისუფლება.

მაგრამ ეს სულ სხვაა

ეს საქართველო არ არის.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...