“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულმა აქციამ სახელწოდებით “ღირსების მანიფესტაცია” რუსთაველიდან მთავრობის სახლისკენ გადაინაცვლა.. პარტიის წევრის და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

” მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გაიმარჯვა, როდესაც ის დააკავეს. ის რაც კიევში ხდება გამოწვევაა. არც ერთ ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას არ ქონია რეაგირება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე. ეს სამარცხვინოა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აქცია-მსვლელობა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებილი მოვლენვების გამო დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მისამართით მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია შსს-სა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო. სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...