აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ ტრამპმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დროა, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თითქმის ოცწლიანი უარის შემდეგ ჩვენ ვერ მივუახლოვდით ისრაელსა და პალესტინას შორის გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას”, – აღნიშნა ტრამპმა.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დონალდ ტრამპს თელავივში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანა სურს.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებს კი სჯერათ, რომ ის მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია..

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...