რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს. „112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...