ფილიპინებზე, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ლებედევმა ტრადიციულ ფოტოსესიაზე ხელები სხვების მსგავსად არ გადააჯვარედინა, რამაც სოციალურ ქსელებში კითხვების კორიანტელი წარმოშვა. ამის შესახებ BBC წერს.

7 წლის წინ, ანალოგიურ ფორუმზე ლებედევმა- მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა , ასევე უარი თქვა უხერხულ პოზაში ფოტოს გადაღებაზე. მონაწილეების ჯგუფური ფოტო, რომელზეც ისინი ჩაიკოვსკის ბალეტის პატარა გედების მსგავსად ერთმანეთს ჯვარედინად ართმევენ ხელს, ყოველწლიურად ქვეყნდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტებზე , სადაც მექზობელი ქვეყნების (აშშ, რუსეტი, ავსტრალია, ინდოეთი) ლიდერებს იწვევენ.

2016 წელს, რუსეთის პრემიერმა ასევე აარიდა თავი პატარა გედის პოზაში ფოტოს გადაღებას, თუმცა მის ნაცვლად ფოტოსესიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. ამასთან, ის ამ პოზაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...