6-12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 897 ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 3220 გადამხდელი, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 118 ფაქტი;

ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 60 შემთხვევა;

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 719 ფაქტი.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...