მსახიობი ჯონი დეპი მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმის ” მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” მსოფლიო პრემიერაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა. ამის შესახებ Yhe sun იუწყება.

გაზეთი რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, რომლებზეც მსახიობი წითელ ხალიჩაზე დაჭმუჭნული სმოკინგით და გახსნილი პეპელა-ჰალსტუხით მიდის. ჟურნალისტების მტკიცებით, დეპი იმდენად მთვრალი იყო, რომ დაცვა იძულებული გახდა მხრებში შედგომოდა. გარდა ამისა, დეპს რამდენჯერმე მოთხოვეს, არ მოეწია შენობაში.

თუმცა ENew-ის ინფორმაციით, დეპის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. მსახიობი ფხიზელი იყო, დაცვა კი მას თაყვანისმცემლების შემოტევისგან იცავდა, როგორც ეს ყოველთვის ხდება.

ჯონი დეპს უკვე წელიწადია  სასამართლო პროცესი აქვს კომპანიაThe Management Group-თან კომპანიის არაეფექტური მართვის საკითხთან დაკავშირებით. ფინანსური მენეჯერები ჰოლივუდის ვარსკვლავს თაღლითობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მსახიობს ფსიქიკური დარღვევა- ონიომანია ჭირს. ეს არის ფულადი სახსრების ხარჯვის დაუძლეველი სურვილი. დეპი გამოტყდა, რომ უყვარს ფულის ფლანგვა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი საქმეა.

მსახიობის ფსიქიკის დარღვევაზე მისი ყოფილი მეუღლე ემბერ ჰერდიც მიანიშნებდა. ქალმა ქმარს ბრალი ფსიქილოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში დასდო. დეპმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ყოფილი  მეუღლე მასზე ფული გაკეთებას ცდილობს.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...