“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სამთავრობო ცვლილებებს სამშვიდობო ოპერაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს.

“შემდეგი გაჩერება იქნება კვირიკაშვილი და ამას აუცილებლად ვნახავთ. ყველა ხედავს, რომ სამშვიდობო ოპერაცია სამთავრობო კარუსელის სახით არის ნაჩქარევი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ არ არის გააზრებული, რატომ და რისთვის ხდება. ეს ცვლილებები იმისათვისაა, რომ გარკვეულად დაკმაყოფილდეს ოპოზიციის მოთხოვნები და საზოგადოებაში გაჩენილი უკმაყოფილება გადაფარონ,” განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილი დადებითად აფასებს მხოლოდ ევროინტეგრაციის სამინისტროს საგარეო უწყებასთან შეერთებას.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...