თბილისის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში „ნაციონალური მოძრააობა“ და „ევროპული საქართველო“ თითო-თითო ფრაქციას ქმნიან, „პატრიოტთა ალიანსი“ უფრაქციოდ რჩება, „ქართულ ოცნებას“ კი ჯერ არ გაურკვევია ეს საკითხი. ინფორმაციას netgazeti.ge ავრცელებს.

საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ ისინი ორი წევრით არიან საკრებულოში წარმოდგენილი და, შესაბამისად, ფრაქციის გარეშე იმუშავებენ. როგორც თევდორაძემ განაცხადა, არ აპირებენ ვინმესთან გაერთიანებას. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ხუთი წევრით ქმნიან ფრაქციას.

„ევროპული საქართველოც“ აპირებს ფრაქციის შექმნას სამი წევრით. „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ ფრაქციის საკითხზე ჯერ არ შეთანხმებულან.

თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. 45 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 40-მა დაუჭირა მხარი. მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში 50 წევრიდან 40- „ქართულ ოცნებას“, 5 წევრი „ნაციონალებს“, 3- „ევროპულ საქართველოს“, 2 კი „პატრიოტთა ალიანსს” ეყოლება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...