2017 წლის “საბავშვო ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო.

მეორე ადგილი საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაიკავა სიმღერით „გულის ხმა“. საერთო ჯამში მან 185 ქულა მიიღო.

მესამე ადგილზე 172 ხმით ავსტრალიის წარმომადგენელი გავიდა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართულმა პროფესიონალმა ჟიურიმ რუს მომღერალს პირველი ადგილი და ქულათა მაქსიმუმი – 12 დაუწერა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...