პატრიოტთა ალიანსმა შესაძლოა სახალხო დამცველის პოსტზე მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” სახალხო დამცველად რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მათ მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირონ მახარი.

“თუ კარგი კანდიდატი იქნება მმართველი გუნდის მხრიდან ჩვენ არ გამოვიჩენთ სიჯიუტეს, გავაანალიზებთ მის ბიოგრაფიას, საქმიანობას და ვიმსჯელებთ – დავუჭიროთ თუ არა მხარი. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე კანდიდატს და არ გამოვრიცხავ ჩენც წარვადგინოთ კანდიდატი. სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანების დამცველი და არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებული, როგორიც დღეს გვყავს”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ომბუდსმენობის კანდიდატების შესახებ დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა. კანდიდატებს შორის არიან: ვახუშტი მენაბდე, სოფო ხორგუანი, თამარ ქალდანი და სოფო ჯაფარიძე.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...