90 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი.

როგორც “ფოსტალიონს” ოჯახთან დაახლოებულმა პიროვნებამ აცნობა, მზია წერეთელს ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან მკურნალობის მოკლე კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ გაიარა, თუმცა 5 დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა .

ამჟამად თბილისში არ იმყოფებიან მზია წერეთლის შვილები გიული და თემურ ალასანიები. აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, ისინი საქართველოში ხვალ ჩამოფრინდებიან.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...