კვირას, საღამოს, ლას-ვეგასში სილამაზის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი “მისს სამყარო” გაიმართა. გამარჯვება წილად ხვდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელს 22 წლის დემი-ლი-ნელ-პეტერსს. მეორე და მესამე ადგილები კოლუმბიის წარმომადგენელმა და იამაიკელმა მონაწილემ დაიკავეს. სულ მისს სამყაროს ტიტულისთვის 92 გოგონა იბრძოდა.

საპფირებით და ბრილიანტებით მოოჭვილი თეთრი ოქროს გვირგვინი ახალ მისს სამყაროს გასული წლის გამარჯვებულმა, ფრანგმა ირის მიტენარმა დაადგა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...