დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა. მას ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა, რომელმაც ახალ მერს მერიის შენობა დაათვალიერებინა და თანამშრომლები გააცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია“, – განაცხადა კალაძემ.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...