თბილისის ახალ მერს კახა კალაძეს  სულ 5 მოადგილე ეყოლება, მათ შორის ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს. ხმალაძე ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც კალაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მერის დანარჩენი მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე; გიგა ნიკოლეიშვილი, რომელიც თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას დავით ნარმანიას დროსაც იკავებდა და  ირაკლი ბენდელიანი , რომელიც ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა.

მეხუთე მოადგილე კახა კალაძის თქმით,  ილია ელოშვილი იქნება, რომელიც ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებს.  როგორც კახა კალაძემ განმარტა, ილია ელოშვილი მის გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც დასრულდება სამინისტროების შერწყმის პროცესი.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...