“გამოიყენეთ ანტიბიოტიკები ფრთხილად“, ამ სლოგანით თბილისში ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული გაიხსნა. მისი მიზანი ანტიბიოტიკების რეზისტენტობის შესახებ საზოგადოებისა და სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლებაა.

მსოფლიო კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკები სამკურნალო გავლენასთან ერთად ორგანიზმზე მავნე გავლენასაც ახდენს. მან მოუწოდა საზოგადოებას, არ გამოიყენონ ამ ჯგუფის პრეპარატები სიცხის დამწევ საშუალებად.

სერგეენკოს განცხადებით, ამ პრეპარატების ხშირად გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმი რეზისტენტული ხდება მიკრობების მიმართ და სხვადასხვა დაავადების მკურნალობა რთულდება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...