თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.  მგზავრები  ცენტრალური შესასვლელის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ელოდებიან რეისების აღდგენას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ სამართალდამცველები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 112-ზე შესული შეტყობინების გამო, ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...