ბრიტანული პოპ-ჯგუფი Spice Girls სრული შემადგენლობით 2018 წელს გაერთიანდება. ამის შესახებ The Sun საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

“ხუთივე მომღერალი ქალი ზაფხულში ერთმანეთთან საიდუმლო მოლაპარაკებებს ახორციელებდა და შეთანხმდნენ, რომ 2018 წელს გაერთიანდებიან და სხვადასხვა პორექტებზე იმუშავებენ, მათ შორის ტელეშოუს სპეციალურ გამოშვებაზე.”-ამბობს გამოცემის წყარო.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კოლექტივის გაერთიანება ვიქტორია ბექჰემის პრეტენზიების გამო არ ხერხდებოდა. მან რამდენჯერმე ჩაშალა Spice Girls-ის გასტროლები, რადგან ჯგუფის წევრებს უკრძალავდა ძველი სიმღერების შესარულებას. ” ვიქტორიას დათანხმება ყველასთვის მთავარი ამოცანა იყო”-აღნიშნავს წყარო.

ჯგუფმა Spice Girls 2008 წლამდე იარსება. ის მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალთა პოპ-ჯგუფი იყო. მის შემადგენლობაში იყვნენ მელ ბი (მელანი ბრაუნი), ვიქტორია ბექჰემი, ჯერი ჰოლიუელი, მელანი სი და ემა ბანტონი. ძველი შემადგენლობით  ჯგუფის უკანასკნელი გამოსვლა ლონდონში, 2012 წლის ოლიმპიადაზე ჩატარდა. კოლექტივი ერთი შოუსთვის გაერთიანდა.

 

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...