ნაციონალური მოძრაობის წევრები გოგა ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის წევრების ინფორმაციით, მათ დიპომატებს ყველა ის პოცედურული დარღვევა გააცნეს, რაც გოგა ონიანის საქმეში იყო.

მათი ინფორმაციით, დიპლომატიურ კორპუსს გოგა ონიანის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვეს და განაცხადეს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

რაც შეეხება დიპლომატების პოზიციას, პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი გაეცნობიან მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და პოზიციას ამის შემდეგ დააფიქსირებენ. სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. გოგა ონიანის საქმეზე გუშინ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოზეც იმსჯელეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანი ოთხივე მუხლში გაამტყუნა. საბოლოოდ, მას 4 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...