ბევერლი-ჰილზზე Hollywood Film Awards-ის პრემიის გადაცემის ცერემონია ჩატარდა. საღამოს ფავორიტებს შორის იყვნენ კეიტ უინსლეტი , რომელმაც ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი” გაიმარჯვა და ელისონ ჯენი- ქალის  მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში “მე-ტონია”.

რაღაც მომენტში, ორივე მსახიობ ქალში დაგროვილი ემოციები სცენაზე გადმოიღვარა -კეიტი იმდენად ააღელვა კოლეგის შესრულებამ, რომ გრძნობები ვეღარ დაიმორჩილა და ელისონს გაოგნებული მაყურებლის თვალწინ ტუჩებში აკოცა.

ELLE-მ კადრს დღის ფოტოს კატეგორია მიაკუთვნა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...