საკრებულოში გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან” გულია გოცირიძემ მე-6 მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი არქიტექტურით გამოირჩევა, თუმცა ის ძალიან “ჩაბურულია”.

“მე შემომაქვს ასეთი საკითხი, რომ ჩვენი ისტორიული, ძალიან ლამაზი სხდომათა დარბაზი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ჩუქურთმებით, ძალიან ლამაზი ფერთა გამაა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მეჩვენება, რომ ძალიან ჩაბურულია დარბაზი, არ გეჩვენებათ ეს ყველას?”, – აღნიშნა გულია გოცირიძემ, რომელსაც  სიტყვა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ შეაწყვეტინა და მიმართა, რომ ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრონ.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...