ცნობილი რუსი სატირიკოსი მიხეილ ზადორნოვო დღეს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუმორისტი თავის ტვინის სიმსივნის გამო მკურნალობის კურსს გადიოდა. ივნისში ზადორნოვმა უარი განაცხადა პროცედურების გაგრძელებაზე, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს ყველაფერი უშედეგო იყო და გადაწყვიტა დარჩენილი დრო ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაეტარებინა.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა. როგორც დედაქალაქის წმინდა სამების მონასტრის წინამძღოლმა განაცხადა, მიხაილ ზადორნოვმა ორი თვის წინ, აღსარებაში ღმერთს პატიება შესთხოვა და, დღეს  ეკლესიასთან შერიგებულ მართლმადიდებელ ქრისტიანად წავიდა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...