პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

“ვეტოს გადალახვის შემდეგ, კონსტიტუციაზე ხელმოწერა არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. პრეზიდენტს მარტივად რომ მოეწერა ხელი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადალახა ვეტო, ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები მოვლენა. თუმცა პრეზიდენტმა ამას მიუძღვნა საგანგებო ბრიფინგი, რაც სრულიად გაუგებარი იყო. რეალურად, ამ ბრიფინგის მთავარი მიზანი არა კონსტიტუციაზე საუბარი, არამედ წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება იყო. მან ისევე, როგორც 2016 წელს, არჩევნების წინ, გააკეთა განცხადება ოპოზიციის სასარგებლოდ”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ tv-პირველის ეთერში. მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი იქცა ოპოზიციის პრეზიდენტთან, ის ალიანსშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” , რაც კოსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...