2017 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს კაძუო იშიგუროს მიენიჭა ფორმულირებით: ” თავის რომანებში მან უჩვეულო ემოციურობით დაგვანახა ჩვენს მიერ რეალობის შეგრძნების ილუზორულობის სიღრმე”.

პრემიის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონია 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში გაიმართება.

კაძუო იშიგუროს “ბრიტანელ დოსტოევსკის” უწოდებენ.

1986 წელს რომანისთვის “An Artist of the Floating World” (მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი*) მას ვაითბრედის პრიზი, ხოლო 1989 წელს რომანისთვის “The Remains of the Day” (დღის ნარჩენები) ბუკერის პრემია მიენიჭა.

მის დანარჩენ რომანებს მიეკუთვნება “A Pale View of Hills” (მთების მკრთალი ხედი), “The Unconsoled” (დაუშოშმინებელი), “When We Were Orphans” (როდესაც ობლები ვიყავით), და “Never Let Me Go” (ნურასდროს გამიშვებ).

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...