მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, ქართული ოცნების ოფისთან დაჭრილი 4 ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და მას რეანიმობილით თბილისში ჩამოიყვანენ.

მარნეულის კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში”, სადაც დაჭრილები არიან გადაყვანილი, შეკრებილნი არიან მათი ნათესავები, ახლობლები  და თანასოფლელები. გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს 11 საათზე ქართული ოცნების ოფისში, სადაც წინასაარჩევნო შტაბის სხდომა იმართებოდა, ორი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაჭრილებს შორის არიან საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მაჟორიტარონის კანდიდატი. თავდამსხმელები მიიმალნენ.

როგორც “ფოსტალიონს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაჭრილია 4 პირი, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ითცვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. ამ დრისთვის იქ იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მიმდინარეობს გამოძება


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...