დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი ტერორისტი ქალი, სალი ჯონსი, ცნობილი როგორც თეთრი ქვრივი, სირიაში ამერიკული უპოლოტოს მიერ იქნა მოკლული. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

როგორც ირკვევა, 50 წლის ჯონსი 12 წლის ვაჟიშვილთან ერთად, ჯერ კიდევ ივნისში დაიღუპა. თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ დნმ-ს ანალი ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ ინფორმაცია ბოლომდე არ არის დადასტურებული.

ამერიკელი სამხედროების თქმით, ქალი მაშინ მოკლეს, როცა ქურთების მიერ გარშემორტყმული სირიის ქალაქ რაკადან გაქცევას ცდილობდა.

სალი ჯონსი ადრე ბრიტანული პანკ-ჯგუფის Krunch-ის წევრი იყო.

2013 წელს, შეყვარებულთან, ბირმინგემელ ჰაკერ ჯუნაიდ ჰუსეინთან ერთად “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა. მამაკაცი 2015 წელს მოკლეს, რის შემდეგაც ჯონსმა მეტსახელი “თეთრი ქვრივი” მიიღო.

ბოლო პერიოდში ის დაჯგუფება “ალვარ ალ ავლაკის” ქალთა ფრთას ხელმძღვანელობდა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტების მომზადებით იყო დაკავებული. გარდა ამისა, ჯონსი აქტიურად ეწეოდა ქალი-თვითმკვლელების გადაბირებას და ISIS-ის პროპაგანდას სოციალურ ქსელებში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  “თვითერზე” ივნისის შემდეგ ქალს არცერთი პოსტი არ დაუდვია.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...