„ადმინისტრაციული პროცესის ღიაობა არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი შეიძლება მივიდეს ერთგან, მით უმეტეს, როდესაც მათი მიზანი არის დებოშის მოწყობა და პროცესის ჩაშლა“,-ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გუშინ, დედაქალაქის საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

„ზოგადად საკრებულოს სხდომა იყო ღია. განსაკუთრებით ცინიკურია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ როდის ყოფილა, რომ ოდესმე პოლიტიკურ პროცესში მომხდარიყო პოლიტიკოსის დაკავებაო. გუშინ დაკავება რაც მოხდა, ეს იყო კანონის ფარგლებში, თუმცა ჩვენ კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წელს და მანამდე წინა წლებში, როდესაც ჯარიც კი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაკავებლად“,-განაცხადა სუბარმა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...